“არა ჰესებს“ - მაჭახლის ხეობის მკვიდრები აქციას განაგრძობენ

10 თებერვალი 2019, 00:00 3069 ნახვა

“არა ჰესებს“, „მაჭახელა ჩვენია“, „ ჩვენ არ ვიყიდებით“, - ამ ლოზუნგებით მაჭახლის ხეობის მკვიდრები აქციას განაგრძობენ. მოძრაობა „სიტყვის კაცებს“ დღეს კიდევ რამდენიმე სოფლიდან შეუერთდებიან. ხეობის შესასვლელში ასფალტზე ჰესების საწინააღმდეგო წარწერებიც გაჩნდება. ორ საათისთვის აქცია აჭარისაღმართში დაიწყება მოგვიანებით კი შეკრებილები სოფელ ქედქედში გადაინაცვლებენ. მოძრაობამ ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყეს და საკუთარი პოზიცია ამ დრომდე უკვე 4 200-მდე მხარდამჭერმა დააფიქსირა. მაჭახლის მკვიდრები ამბობენ, რომ ჰესების აშენება მაღალმთიან მხარეს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. მშენებლობის პროცესში აფეთქებები კი მოსახლეობას დააზარალებს.

მიაჩნიათ, რომ მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა ბუნებრივ ლანდშაფტს შეცვლის. მოსახლეობა საფრთხეს მაჭახელას ეროვნული ეროვნული პარკის განვითარებისთვისაც ხედავს. ადგილობრივები ბიზნესკომპანიებს ხეობაში ეკო-სოფლის მოწყობას სთავაზობენ. როგორც ამბობენ ბოლო პერიოდში ხეობაში ტურიზმის განვითარება შეძლეს და მათ სეზონურად ათასობით უცხოელი სტუმარი ჰყავთ, ჰესების მშენებლობა კი სრულიად შეცვლის ტურისტულ პოტენციალს. მაჭახლის ხეობაში 30 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესის აშენებას შპს  „მაჭახელა ჰესი“  გეგმავს, რომელიც „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. კომპანიიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ მანამდე არსებული პროექტისგან განსხვავებით, მხოლოდ 1  ჰესი აშენდება. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის არსებობას ანუ წყლის  რეზერვუარის მოწყობას, არამედ მიზნად ისახავს  მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობას. „სილქ როუდ ჯგუფში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი