ბონის ბაზრის ადმინისტრაციას, მოვაჭრე რუსუდან თავართქილაძე საკუთარი დახლის და პროდუქციის დაბრუნებას თხოვს

09 თებერვალი 2019, 00:00 4364 ნახვა

ბონის ბაზრის ადმინისტრაციას, მოვაჭრე რუსუდან თავართქილაძე საკუთარი დახლის და პროდუქციის დაბრუნებას თხოვს. როგორც მოვაჭრე ყვება, სამი წელია ბაზრის ეზოში სოფლის პროდუქტებს ყიდის და ასე არჩენს 3 მცირეწლოვან შვილს. ბაზრის ადმინიტრაციამ კი გვიან ღამით საქონელი დაასაწყობა და ამ დრომდე არ უბრუნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ.

ამბობენ,  რომ ბაზრის შიდა ეზოში ყველა მოვაჭრის დახლი აიღეს და მათ ალტერნატიულ ფართობებს შენობის შიგნით სთავაზობენ რასაც რუსუდან თავართქილაძის გარდა ყველა დათანხმდა. რაც შეეხება პროდუქციას, ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აწონეს და დაასაწყობეს, შედგა შესაბამისი აქტი. მეპატრონეს კი მხოლოდ ხელწერილით დაუბრუნებენ თუ ის, ბაზრის ეზოში არ გააგრძელებს ვაჭრობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი