კომახიძის ქუჩის ნაწილის ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები. პროექტისთვის 3 მილიონ 890 ათას 354 ლარია გამოყოფილი.
ამ თანხის ფარგლებში უკვე დასრულდა სევასტოპოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ხოლო ქუჩის დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახიშვილი ოძელაშვილის მონაკვეთზე მიმდინარე წლის მაისში განახლდება .