ბერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის /პირდაპირი/

05 თებერვალი 2019, 00:00 10837 ნახვა

ბათუმში ზ.ბერიძის (ყოფილი კალიევი) ქუჩაზე ხანძარია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. 

მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 

 

ფოტო: გიგა გელხვიძე, გიული ბერიძე, თიკო სუსარეიშვილი

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში