ერთი სოციალური ბინისთვის განაცხადების მიღება იწყება

01 თებერვალი 2019, 00:00 1430 ნახვა

ბათუმში ტბეთის ქუჩა #18-ში მდებარე ეკომინგრანტებისათვის აშენებულ  სოციალურ  სახლში ერთი საცხოვრებელი ბინის გადასაცემად ქობულეთის მერია განაცხადების მიღებას იწყებს.

ეკომიგრანტებმა უწყებაში საჭირო დოკუმენტები დღეიდან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც განაცხადებს ადგილობრივი კომისია განიხილავს და შერჩეულ ოჯახს აჭარის სამთავრობო კომისიაში გაუწევს რეკომენდაციას.

ოჯახებს პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის, მრავალშვილიანობის, დაზარალების კატეგორიის გათვალისწინებით.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში