ჩაქვში ხანძარი ჩააქრეს - მაშველები ტერიტორიას ტოვებენ

31 იანვარი 2019, 00:00 2258 ნახვა

ჩაქვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას ტოვებენ. 

ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე 5 სახანძრო მანქანა და ათობით მაშველი მუშაობდა. იყო რთულად მისადგომი მონაკვეთები, სადაც ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა. 

ადგილობრივები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობდნენ, რომ ცეცხლი ციტრუსის ბაღებზეც გადავიდა. მოგვიანებით სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი მალე ჩააქრეს და ნარგავები გადარჩა.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იყო, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. 

მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები. 

ხანძარი ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს გაჩნდა. იწვოდა მთის ფერდობზე ეკალ-ბარდები

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში