თბილისი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ამბობს, რომ მამაკაცები სავარაუდოდ გუშინ ღამით გარდაიცვალნენ. ''112''-ში შეტყობინება დღეს, 12:57 წუთზე შევიდა.
''ადგილზე მისულ მაშველებს ადა მედიკოსებს დახვდათ საკმაოდ მძიმე სურათი. 7 მამაკაცია გარდაცვლილი. ეს არის მხოლოდ ცნობილი. ამ წუთებში მიმდინარეობს მოკვლევა და ცოტა ხანში კონკრეტული დეტალები გვეცოდინება'' - განაცხადა მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ბინაში გაზი ჩაჭრილი იყო და დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მოქალაქეები მას ფარულად სარგებლობდნენ.
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე, 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მოქალაქეები სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად გარდაიცვალნენ.
ფაქტზე, შინაგან საქმე სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.