ქეთევან წამებულის გამზირზე, 7 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე, შინაგან საქმე სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მოქალაქეები სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად გარდაიცვალნენ.
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
წინასწარი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი მუშები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები.
საქართველოს მასშტაბით, ბოლო სამ წელიწადში, ბუნებრივი აირის გაჟონვით 286 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 90 გარდაიცვალა.