ბაღების დეზინფექციის წესი

24 იანვარი 2019, 00:00 2065 ნახვა

მოზარდმა სადეზინფექციო საშუალება საბავშვო ბაღში დალია. მიზეზი ძიძის გაუფრთხილებლობა გახდა, რომელმაც ხსნარი ბავშვისთვის მისაწვდომ ადგილზე დადო. საქმის მოკვლევაც სწორედ ამ მუხლითაა დაწყებული.

რატომ ჰქონდა ბავშვს წვდომა ხსნარზე? როდის ტარდება და ვის ევალება დეზინფექცია? ამ კითხვებს სოციალურ ქსელებში მოქალაქეები სვამდნენ.

შინაგანაწესთან დაკავშირებით კითხვები ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დავუსვით. მამუკა შამილიშვილმა „მთავართან“ განმარტა, რომ ყველა საბავშვო ბაღში წესით ეს პროცედურა დღეში ორჯერ - აღსაზრდელების შენობაში მისვლამდე და წასვლის შემდეგ  ტარდება.

შინაგანაწესით, ბავშვების მოვლასთან ერთად ეს ფუნქცია მასწავლებლის თანაშემწეს, იგივე ძიძას ეკისრება. სადეზინფექციო ხსნარი კი საჯარო ბაღებში ექთნების ოთახში ინახება. გარე პერიმეტრზე წესრიგის უზრუნველყოფასა და მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე კი  დამლაგებელია პასუხისმგებელი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში