ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

02 მარტი 2025, 12:04 198 ნახვა

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დასავლეთ საქართველოში - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მერიების ბალანსზე არსებული ტექნიკა ახორციელებს.
უწყებების ცნობით, ამ ეტაპისთვის ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშოების წარმოებას განვითარებული ზვავები ართულებს.
მუნიციპალიტეტებში მუშაობს საგანგებო შტაბები და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. რაც შეეხება ხელვაჩაურს, მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდის სამუშაოები დასრულდა.
მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა. უწყებაში გვეუბნებიან, რომ პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური და გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებთან მისასვლელი გზები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი