ვითარება ხელვაჩაურსა და ქობულეშთი

02 მარტი 2025, 14:52 233 ნახვა

დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის ქობულეთში  ელექტრო ენერგია არ მიეწოდება  დაახლოებით 50-მდე აბონენტს. ხოლო გაზი 223 აბონენტს. რაც შეეხება წყალს, აქაც შეფერხებებია, კერძოდ უხვი ნალექის გამო  წყალი არ მიეწოდება  10 სოფელს.  ჯამში მუნიციპალიტეტში 200 მდე ოჯახს თოვლმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული ოჯახები ამ დროისთვის  გასულია უსაფრთხო საცხოვრისში. თოვლის მაღალმა საფარმა  დააზიანა რამდენიმე არასაცხოვრებელი, დამხმარე შენობა ნაგებობაც.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე დაბლობში  20-30, ხოლო მაღლობში  - 1- 1.5 მეტრამდე აღწევს.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, აქ ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა. შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალიტეტის ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პირველ რიგში იწმინდება იმ მოქალაქეებთან მისასვლელი გზები, რომელთაც გადაადგილების აუცილებელი საჭიროება აქვთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი