ბათუმში ყველა ცენტრალური და საკვანძო ქუჩა გათავისუფლებულია თოვლის საფარისაგან. დასასრულს უახლოვდება დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება ავტობუსების მოსაცდელებისა და გზების იმ ნაწილების გაწმენდა და გაფართოება, სადაც დარჩენილია თოვლის საფარი.
პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ქირით ან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 37 ოჯახი, რომელთაც სახურავები, მიშენებები დაუზიანდათ ან არსებობდა ამის საფრთხე. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 80%-ით არის აღდგენილი.
ამ ეტაპზე 27 სამარშრუტო ხაზიდან 21-ზე უკვე მოძრაობენ ავტობუსები. დარჩენილ მიმართულებებზე მიმოსვლა უახლოეს დღეებში აღდგება. ენერგორესურსების მიწოდების კუთხით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაღები და სკოლები 4 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საგანმანათლებლო პროცესს.