საშიში გაზიფიცირება

20 იანვარი 2019, 00:00 1359 ნახვა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ყასტრანსგაზის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებს სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ბრალი 19 იანვარს წარუდგინეს.

ბრალდება 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულებიც. გამოძიება ისევ გრძელდება, თუმცა დააკავებენ თუ არა ამ საქმეზე სხვა პირებსაც, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი