გურიაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება - მეხანძრე-მაშველებმა, პოლიციელებთან ერთად, კიდევ რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს

01 მარტი 2025, 11:31 115 ნახვა

გურიაში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის, ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ასევე, აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება.

"გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.

 

მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ასევე, აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი