ბათუმის თეატრის შენობის რესტავრაციის პროცესი დასრულდა. სამწლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, განახლებული შენობა და დრამატული თეატრის დასი მაყურებელს 27 მარტს პრემიერაზე ელოდება.
ვიდრე მსახიობების სცენაზე გავლენ და პარტერს მაყურებლები დაიკავებენ, ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა შეაღო თეატრის კარი. ახლა თქვენ ექსკლუზიურად შეგიძლიათ ნახოთ ის, თუ რა შეიცვალა და არ შეიცვალა ისტორიულ შენობაში, რეაბილიტაციის შემდეგ.