ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები შესაძლოა ევროპის თეატრების, ასევე გერმანიის მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სცენაზე მოხვდნენ. მათ ბათუმში გერმანიის მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და საერთაშორისო საოპერო მომღერლების სააგენტოს ტაქტის მენეჯერი უსმენენ.
ამ თეატრთან და სააგენტოსთან წარმატებით თანამშრომლობს საოპერო დასის წამყვანი სოლისტი ირაკლი კახიძე. შერჩეული მომღერლები სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებსა და კონცერტებში, ასევე გაივლიან სტაჟირებას.