ბათუმის დრამატულ თეატრში 145-ე თეატრალური სეზონი დაიხურა

08 ივლისი 2024, 10:00 581 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში 145-ე თეატრალური სეზონი სპეკტაკლ ‘’კაცია ადამიანით’’ დაიხურა.  ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძესა და მის ოჯახზე, მოგვითხრობს, რომელშიც გაშუქებულია ადამიანის ცხოვრების არსის მარადიული პრობლემა.

მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებული არიან იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.

სპექტაკლი გაგა გოშაძის რეჟისორობით განსხვავებული, შედარებით სევდიანი ვერსიით შესრულდა. სპექტაკლის შემდგომ დრამატული თეატრის სამსახიობო გუნდი და სამხატვრო ხელმძღვანელი მაყურებელს  სცენიდან შემოდგომამდე დაემშვიდობა. 

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას შეფასებით,  სეზონი წარმატებული აღმოჩნდა.

თეატრალურ სეზონზე 10 ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში