ელისო ბოლქვაძის ტრიუმფი იტალიაში

13 ივლისი 2024, 14:13 988 ნახვა

ცნობილმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ, იტალიაში, ვენეციის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ტოლმეცოს საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.

ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ შეასრულა ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი, მაესტრო ფლორიან კრუმპოკის დირიჟორობით.

კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა იტალიის სახელმწიფო რადიოს Radio RAI - 1 მიერ.

ქართველი არტისტის საოცარ შესრულებას იტალიელი მსმენელი, აღფრთოვანებით უკრავდა ტაშს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი