დღეს გვიან ღამით, ბათუმში ტრადიციული ზღვაში შთაფვლა გაიმართება. სასულიერო პირების მიერ წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი ნათლისღების დღესასწაულს ზღვაში შეხვდება. ხვალ მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
19 იანვარს გაიმართება წყლის კურთხევის რიტუალი, სხვადასხვა ტაძარში ჩატარდება საყოველთაო ნათლობა. სახარების მიხედვით, 19 იანვარს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
(ფოტო არქივიდან)