აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს

18 იანვარი 2019, 00:00 2249 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო   გაფანტული სკლეროზის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამა საქართველოში პირველად განხორციელდება. მედიკამენტოზური  მკურნალობის კურსს რეგიონში ის ბენეფიციარები გაივლიან, რომლებიც აჭარის რეგიონში არიან რეგისტრირებული.

პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი 80%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუსტი სტატისტიკა  ქვეყანაში რამდენ  ადამიანს აქვს გაფანტული სკლეროზი, არ არსებობს. ახალი პროგრამის შესახებ სამედიცინო კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელსაც  ბენეფიციარები, დარგის სპეციალისტები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში