აჭარის მაუწყებელი 9 თეატრალური დასის 11 სპექტაკლს უჩვენებს

14 იანვარი 2019, 00:00 3138 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ​ თეატრალებსა და თეატრის მოყვარულებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს და ამ თარიღის აღსანიშნავად  11 ტელესპექტაკლს გთავაზობთ.

14 იანვრიდან,  ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 12:30 საათზე ქართული სახელმწიფო თეატრალური დასების სპექტაკლების ტელევერსიებს ნახვა შეგიძლიათ. 11 სპექტაკლი 2018 წელს 9 თეატრში ჩაიწერა, ესენია:  

"მკვდარი ქალაქები" - ქ.ფოთის სახელმწიფო თეატრი; 

"წერილი ჯერალდინას" - ქ.ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახ. თეატრი.

"სამი ასული"  - ქ.ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

"ედიტ პიაფი"  - ქ.ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

“გადაგდებული პორტრეტი“  - მესხეთის სახელმწიფო თეატრი

“ნოსტრადამუსი“  - ჭიათურის სახელმწიფო თეატრი

"ვარდი და გვირგვინი"  - ქ.ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

"დრაკონი"  - ქ.ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

“იქ, სადაც ჩემი სახლია“  - ქ.ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

"ფიროსმანი"  - ფოთის თეატრი;

„ბარონ მიუნჰაუზენის ცხოვრება და მოღვაწეობა“ - ქ.ქუთაისის თეატრი.

მაუწყებელმა მაღალი ხარისხით ტელე-სპექტაკლების გადაღების გადწყვეტილება, გასულ წელს მიიღო. 

ქართული თეატრის დღე საქართველოში XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება. პროფესიული დასის პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს შედგა. ერისთავის პიესა „გაყრა“ თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელიც მიიჩნევა ქართული თეატრის აღდგენის თარიღად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი