გრიპის ვირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები, ანტივირუსულ მედიკამენტს- ოსელტამივირს, იგივე ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ.
პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება ფორმა 100.
დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მედიკამენტის მოხმარება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგაა შესაძლებელი.