აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში იმყოფება. ზურაბ პატარაძე სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მშენებლობას მოინახულებს, ასევე გაეცნობა მრავალბინიანი სახლების გადახურვის პროექტს. ზურაბ პატარაძე აგროსერვის ცენტრში გეგმავს მისვლას, ადრეული ყურძნის კრეფის პროცესში ჩაერთვება და ღვინის სახლს დაათვალიერებს. მოგვიანებით კი კომახიძის ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობის პროექტს გაეცნობა.