აჭარაში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებში ტუბერკულოზის, “C” ჰეპატიტის და აივ/შიდსის აქტიური სკრინინგი დაიწყო. პაციენტებს,“C” ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.
წინასწარ შერჩეულ მოწყვლად ჯგუფებთან ტუბერკულოზის, “C” ჰეპატიტის და აივ/შიდსის ერთდროული აქტიური სკრინინგი მიმდინარეობს ადგილზე მისვლით მობილურ ამბულატორიებში. საკითხი,,აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის" მენეჯერების, ფთიზიატრებისა და ლაბორანტების მონაწილეობით განიხილეს.