გრიპის ვირუსის დიაგნოზით აჭარის სამედიცინო კლინიკებს 253 პირმა მიმართა, მათგან 114 ჰოსპიტალიზებულია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ გახშირებულია კლინიკებში მიმართვიანობა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება, თუმცა უყწების ინფორმაციით, მდგომარეობა არ არის საგანგაშო და ვითარება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. თუ პაციენტთა ზღვრული ოდენობა 500-ს გადასცდება, ეპიდემია გამოცხადდება.