მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხმა პროტესტი გამოიწვია უმრავლესობაში, ისინი მურუსიძეს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სწორედ ის იყო მოსამართლე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
თავად ლევან მურუსიძემ მისი გამწესების პროცესის განხილვის საჯაროობაა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თავად გასცემს პასუხს ყველა მწვავე კითხვას.