სახალხო დამცველის განცხადება

26 დეკემბერი 2018, 00:00 1406 ნახვა

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი და დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე.  ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი