პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ესარგებლათ ალტერნაციული გზით, სამწუხაროდ ეს ასე არმოხდა - განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. „ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რაც ვთქვი ერთი თვის უკან, როდესაც იწყებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და წინა საარჩევნო კამპანია, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია„ - თქვა მამუკა ბახტაძემ.
„დღეს ჩვენ ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს. მე ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. ჩვენს გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი გადადგმული პრინციპული ნაბიჯი.