პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ ვებგვერდზე მონაცემები განახლდა

15 დეკემბერი 2018, 00:00 2528 ნახვა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - ვალი.გე მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

“ კრედო ბანკი“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ და შპს „ემ კოლექტორი“ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა. „ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 464 ათას  522 მსესხებლის ინფორმაცია, 843 ათას 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3 მილიარდ 275 მილიონ 651 ათას 430 ლარია.

ამავე კატეგორიაში