სოფელ ზუნდაგაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს გაჭიანურდა. ქედის მერიაში ამბობენ, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით ვერ დასრულდა, რის გამოც შპს „ინტერ პლიუსი“დაჯარიმდება.
ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის გარდა სამედიცინო პუნქტი და თემის წარმომადგენლის კაბინეტი უნდა განთავსდეს. სამუშაოებისთვის 791 ათას 270 ლარი დაიხარჯა.