ორშაბათიდან პარლამენტი ახალი რეგლამენტითა და ეთიკის კოდექსით იმუშავებს. დეპუტატები სხდომების გაცდენისას ოჯახურ მდგომარეობას ვეღარ მოიმიზეზებენ, რასაც მე-9 მოწვევის პარლამენტში აქტიურად იყენებენ. ამოქმედდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.
სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში კანონმდებელს შესაძლოა უფლებამოსილება შუეწყდეს. სანქციები წესდება ასევე ეთიკური ნორმების დარღვევაზეც. დეპუტატთა ქცევას სპეციალურად შექმნილი კომისია გააკონტროლებს