ორდღიანი მსჯელობის შემდეგ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა. გუშინ კენჭისყრა ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. რის გამოც ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს, უმრავლესობა კი თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
სწორედ ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ კანონმდებლებს ახალი რეგლამენტი განუმარტა, დეპუტატს, რომელიც სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად ბიუჯეტს, გადადებულ განხილვაში დღეს 100-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. პროექტს მხარი 9 კანონმდებელმა არ დაუჭირა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი უმცირესობის მხრიდან კვლავ კრიტიკის საგანია. მმართველ გუნდში კი ბიუჯეტის ადამიანზე ორიენტირებულ პრიორიტეტებზე საუბრობენ.