ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ,მეორეს კი საშუალო სიმძიმისაა. რეგიონული საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს ოპერაცია გუშინ ღამით ჩაუტარდა.
ერთი პაციენტი კი რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა ბათუმში გადმოიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.