სხალთა-ხიხანის ხეობაში დღეს „ტბელობა“ აღნიშნეს. სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ტბელ აბუსერიძეს ხიხანის ციხისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა უკავშირდება.
მასვე ეკუთვნის ისტორიულ ფილოსოფიური ნაშრომები და ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც 1223 წლით თარიღდება. პირველი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ 1997 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა.