ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ კაპიტანს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა.
ივანე გოლაშვილს მეუღლეს და შვილებს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას ივანე გოლაშვილის მიერ გამოჩენილ თავდადებას.