''აუტსაიდერის სოციალური ქსელი” - ასე ჰქვია ბათუმელი მწერლის, გურანდა ნიჟარაძის პირველ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. მასზე ავტორი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის 500 ცალიანი ტირაჟით გამოვიდა და დღეიდან მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.