ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ოპოზიცია პრიორიტეტების არასწორ გადანაწილებაზე და ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაზე საუბრობს. მმართველ ძალას მიაჩნია, რომ საფინანსო დოკუმენტი მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობს. 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებში დასრულდა.
პარლამენტი დოკუმენტს კენჭს დეკემბრის ბოლო პარასკევს უყრის. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 630 მილიონით გაიზარდა. ბოლო ვერსიით 31 მილიონითაა ჯანდაცვის ბიუჯეტი მომატებული. ზრდა არის განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.