პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს. თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.
მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.