''ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება პასუხი გადაწყვეტილების მიუღებლობის, ან გულგრილობისთვის'' - თორნიკე რიჟვაძე

05 დეკემბერი 2018, 00:00 2496 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებები მოექცა დღეს მედიის ყურადღების ცენტრში. თორნიკე რიჟვაძემ თვითმმართველობების კრიტიკის ხარჯზე, მშენებლებს გამოუცხადა მხარდაჭერა. ახსენა სიტყვები: მორატორიუმი, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და გენერალური გეგმა, რომლის მიღებამდეც მისი თქმით სამშენებლო ნებართვების გაცემა არ უნდა შეფერხდეს - ორივე საკითხი მხოლოდ ბათუმს უკავშირდება, შესაბამისად გაჩნდა კითხვა, იყო თუ არა რიჟვაძის კრიტიკის ობიექტი ბათუმის მერი ლაშა კომახიძე? ეს თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დააკონკრეტა მკაცრი გზავნილი - ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება პასუხი გადაწყვეტილების მიუღებლობის, ან გულგრილობისთვის.

კრიტიკის ადრესატად საკუთარ თავს არ მიიჩნევს ბათუმის მერი. ამბობს, რომ მთელ რიგ საკითხებზე არსებობს კოორდინაცია. ეს განცხადებები თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ტელეკამერის წინ გააკეთა. ცნობისთვის ამ შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარის მსგავსად, იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ბიზნესომბუდსმენმა, რაც მისი თქმით ბიზნესმენებს აწუხებთ. მათ შორისაა ბიუროკრატია და ნებართვების გაცემის საკითხი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი