ინაუგურაცია თელავში გაიმართება, მინდოდა პირველს მე მეთქვა - სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2018, 00:00 2107 ნახვა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. 

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრება გიორგი მარგველაშვილი და ასევე მოწვეულები არიან უცხოური დელეგაციებიც. 

''უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი