26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან სავალი ბილიკი დროებით ჩაიკეტება 

05 დეკემბერი 2018, 00:00 2640 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ტროტუარზე გუშინ სამი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები სავალი ნაწილის შუა მონაკვეთშია დადგმული. 

მოქალაქეებს, რომლებიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდნენ აინტერესებდათ რატომ გაჩნდა ტროტუარზე ბოძები. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ჭავჭავაძისა და 26 მაისი ქუჩების კვეთაში ინვესტორი სასტუმროს აშენებს. პროექტი მერიაში დაამტკიცეს, ადგილზე გამოკრულია სამშენებლო ბანერიც.

პროექტის მიხედვით, ძველ სახლებს მალე დაანგრევენ და მის ნაცვლად 24 ნომრიანი სასტუმროს ააშენებენ. 

სამშენებლო ღობე ჯერ მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზეა გაკეთებული. რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის მხარეს, ტროტუარზე ამ ეტაპზე რკინის ბოძებია განთავსებული. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, ინვესტორი ერთ-ერთი ობიექტის დაცლას ელოდება.

მათივე თქმით, იმისათვის რომ ქვეითად მოსიარულეებს საავტომობილო გზაზე მოძრაობა არ მოუწიოთ,  დემონტაჟის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ხიდიც გაკეთდება. 

ამავე კატეგორიაში