მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე

04 დეკემბერი 2018, 00:00 1836 ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

დასასაბუთებლად კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2018 წლის ივნისსა და ოქტომბერში კომიტეტის წინაშე წარდგენილი არგუმენტები, კერძოდ:   სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე ის, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ასევე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი