რამდენიმე საათში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ოფიციალურად, ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მიენიჭება. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულს და დროშას ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გადასცემს.
„აცეს ევროპი“ ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპული ქალაქებისთვის სტატუსებს ანიჭებს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, აცეს ევროპის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, და ასევე სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული ბუდაპეშტს მიენიჭა. დაჯილდოვების ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპის ქალაქების მერები დაესწრებიან.