ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა პრობლემები და გამოწვევები

04 დეკემბერი 2018, 00:00 1707 ნახვა

მოწყვლადი  ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად კონფერენცია გაიმართა. მიზანი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა და სამოქალაქო  გამოწვევების გამოკვეთაა. პროექტი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ის რამდენიმე ფაზას მოიცავს. 

ორგანიზატორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია " თანადგომააა." როგორც მესამე სექტორში აცხადებენ არსებობს მთელი რიგი გამოწვევა, მათ შორის სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობა, მცირე დაფინასების წყაროები და მედიკოსთა პროფესიონალიზმის სიმცირე. ორგანიზაცია სამომავლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი