პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკითხზე ბრიფინგი გაიმართება. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, არჩეული პრეზიდენტის თქმით, შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად ჩატარდება ოფიციალური ღონისძიება.
არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ჩასატარებლად ორი ადგილი განიხილება – თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზო.