ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, ახალი პრეზიდენტს ადმინისტრაციის დაფინანსება შეუმცირდება. 2019 წელს ადმინისტრაცია 3 მილიონ 800 ლარით ნაკლებს ანუ 6 მილიონს მიიღებს. დოკუმენტით გათვალისწინებული არ არის სარეზერვო ფონდის თანხა, რომელიც ბოლო წლებში 5 მილიონი ლარი იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის 140 თანამშრომელი ანაზღაურების სახით მიმდინარე წელს 4 692 000 ლარს იღებდა, მომავალ წელს მცირდება თანამშრომელთა რაოდენობა. დარჩენილი 60 მდე თანამშრომელი კი ანაზღაურების სახით 2,300.000 ლარს მიიღებს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის საბოლო, გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ნოემბრის ბოლოს შევიდა. დეკმებრის ბოლო პარასკევს კი საფინანსო დაოკუმენტს საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.