ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა აჭარაში. თარიღთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა, საინფორმაციო შეხვედრა, ხელვაჩაურში, გამართეს. ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრის შემდეგ სამართალდამცველებმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაიბეჭდა. 30 ივლისი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 2013 წელს გამოაცხადა. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად თარიღს საქართველო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.