აჭარაში მომდევნო დღეებში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი 

03 დეკემბერი 2018, 00:00 2505 ნახვა

მიმდინარე კვირას აჭარაში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. ოთხ და ხუთ დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

6, 7 და 8 დეკემბერს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად - პერიოდულად იწვიმებს, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და +11, +13 გრადუსი იქნება.

ბათუმში დღეს მზიანი ამინდია. რაც შეეხება ტემპერატურას, 3 და 4 დეკემებერს, ზღვისპირა ქალაქში ჰაერი  +16, +18 გრადუსამდე გათბება. 

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი