მანდარინის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერს 10 თეთრს სახელმწიფო 10-ს კი საწარმო გადაუხდის. „ჯი ემ გრუპი“ მეორეხარისხოვან ციტრუსს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. არასტანდარტულ ნაყოფს საწარმო, „ტი სი ეფ ჯორჯიაც“ ჩაიბარებს .
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით სტანდარტული მანდარინის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს და ფერმერებს არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებაშიც დაეხმარებიან . სოფლის მეურნეობის სამინისტროს 28 ნოემბრის მონაცემებით, სტანდარტული ციტრუსის ექსპორტმა 6 500 ტონა შეადგინა,რაც გასულ წელთან შედარებით 3 600 ტონით მეტია.