დავით უსუფაშვილი - „კარგი იქნება თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მივაღწევთ“

01 დეკემბერი 2018, 00:00 1254 ნახვა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუმცა აცხადებს, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდება 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

დავით უსუფაშვილის თქმით მან არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც, რომ ეზრუნათ შეთანხმებისთვის ერთ წელიწადში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. მან საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ წინასაარჩევნო პროცესმა ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან.

ამავე კატეგორიაში